Friday, July 1, 2016

დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია

გაკვეთილის მთავარი თემა
დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია
,,პატარა სამყაროს დიდი მწერალი’’
სწავლების საფეხური
საშუალო, მე-12 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
10 სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალობა
ბავშვები  შეისწავლიან  დავით კლდიაშსვილის ცხოვრების დეტალებს და გამოიმუშავებენ ბიოგრაფიის გადმოცემისათვის საჭირო ქრონოლოგიის დაცვის უნარს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ბიოგრაფიის სიღრმისეული შესწავლა
მოიძიებს მასალებს შესაბამისი  წყაროებიდან; მაგ;ინტერნეტიდან , სახელმძღვანელოებიდან. პრესიდან და სხვა
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს საბაზო საფეხურზე ნასწავლი აქვთ-,,სოლომან მორბელაძე;,დარისპანის გასაჭირი’’ და ბიოგრაფიული შტრიხები  
შეფასების საგანი და პროცედურები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელოები ,ინტერნეტი ,სლაიდშოუ
,
საორგანიზაციო საკითხები 2 წთ.
ა-ფაზა-გამოწვევა 10 წთ.
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით  მოსწავლეებს
მონიტორზე  აჩვენებს იმერეთის მშვენიერ სანახებს. ვიზუალურ ფონს თან ერთვის იმერული მუსიკის ჟღერადობა.  ასეთი გამოწვევა ქმნის განწყობას, მოსწავლეებს აღძრავს მოლოდინს სასიამოვნო საგაკვეთილო პროცესისას, რაც,  ცხადია, აღვივებს მოტივაციას.
ამის შემდეგ მასწავლებელი ჯგუფს უკითხავს გამოჩენილი პიროვნებების გამონათქვამებს,რომლებიც ეძღვნება დავით კლდიაშვილს.
ამ მაპროვიცირებელი დეტალების შემდეგ გადავდივარ გაკვეთილის  ბ-ე ფაზაზე27 წთ.
მასწავლებელს წინასწარ აქვს დავალებები განაწილებული სამ ჯგუფზე გათვლით,მოსწავლეების შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამივე ჯგუფის ყველა წევრმა  იცის , ბიოგრაფიის რომელი პერიოდის პრეზენტაციას წარმოადგენენ
პირველი ჯგუფი განიხილავს კლდიაშვილების გვარის წარმომავლობას,ისაუბრებს დავითის მშობლების შესახებ, დავითის მამის გადაწყვეტილებაზე ,რომ 9წლის ბავშვი გაამგზავროს კიევის სამხედრო სასწავლებელში. ასევე აუდიტორიას გააცნობენ დავითის არდადეგებზე სამშობლოში დაბრუნებას,შეხვედრას აკაკი წერეთელთან და კვლავ კიევში დაბრუნებას.9 წთ
მეორე ჯგუფი-კიევის სამხედრო სასწავლებლის დასრულება ,დავითი ბათუმში და მისი წვლილი ქალაქის კულტურული დონის ამაღლებასში.


1890-იანი წლები და ლიტერატურული უხვი მოსავალი.დავითი წერს მოთხრობებს; ,,შერისხვა’’, ,,მსხვერპლი’’,,სოლომან მორბელაძე’’, ,,სამანიშვილის დედინაცვალი’’.
დაოჯახება-მეუღლე მარიამ მაჭავარიანი და ხუთი შვილი-ნინო ,ქეთევანი, სიმონი, გიორგი, სერგო.
დუელი გაზეთ ,,ჩერნომორსკი ვესტნიკის რედაქტორ პალმთან.-9წთ
მე-3 ჯგუფი-კულტურული მოღვაწეობის გაგრძელება,ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო და ვაჟა-ფშაველას მოწვევა.
დავითის ინიციატივა ქუთაისში აკაკის სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავის აღსანისნავად.
დავითი თავს ანებებს ქუთაისში მოღვაწეობას,ბრუნდება მშობლიურ სოფელ სიმონეთში და წერს მემუარებს ,,ჩემი ცხოვრების გზაზე’’
1931 წლის 24 აპრილი-დავითის გარდაცვალება,სამუდამო სავანე მთაწმინდის პანთეონი 9წთ.
c  ფაზა
-გამთლიანება 6წთ.
მასწავლებელი აჯამებს,ამთლიანებს მასალას,აკეთებს დასკვნებს საკვანძო სიტყვებისა და ახალი მასალის შესაბამისი კითხვების გამოყენებით  

ამოწმებს მოსწავლეთა ცოდნას, თუ როგორ აითვისეს შესასწავლი საკითხი-4წთ.
მასწავლებელი იყენებს განმსაზღვრელ შეფასებას წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით. 1წთ.
ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას-წაიკითხონ ,,სამანიშვილის დედინაცვლის’’ 1;2;3;4;5;6-თავები.

No comments:

Post a Comment