Tuesday, September 27, 2016
მე 9 დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგი,რომელიც პროექტებით სწავლებას ითვალისწინებდა,ჩემი პედაგოგიური წინსვლის ერთ-ერთი საინტერესო მეტად მნიშვნელოვანი კურსი იყო ტექნოლოგიების სწავლებაში.
ამ ტრენინგს,ჭეშმარიტად, მიზნობრივი დატვირთვა ჰქონდა და ბევრი რამ მოგვცა თითოეულ მონაწილეს.
უღრმესი მადლობა ტრენერს, ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს და განათლების სამინისტროს მასწავლებელთა განვითარებაში უდაოდ დიდი დამსახურებისათვის.
ამ ტრენინგს,ჭეშმარიტად, მიზნობრივი დატვირთვა ჰქონდა და ბევრი რამ მოგვცა თითოეულ მონაწილეს.
უღრმესი მადლობა ტრენერს, ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს და განათლების სამინისტროს მასწავლებელთა განვითარებაში უდაოდ დიდი დამსახურებისათვის.
მე-8 დღის რეფლექსია
მე-8 დღის ტრენინგზე ტრენერი დაგვეხმარა, დაგვეხვეწა პრეზენტაციის გეგმები,საბოლოო სახე მიგვეცა ბუკლეტისათვის,ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.
Tuesday, September 20, 2016
მე-7 დღის რეფლექსია
მე-7 დღის დღის ტრენინგმა ბევრი საინტერესო მასალა შეგვმატა,კერძოდ, შევისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ჩაშენება, ყურადღება გავამახვილეთ მე-4 მოდულზე,ანუ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, გავეცანით შეფასების რუბრიკებს,რომლებიც უნდა შევუსაბამოთ ჩვენს გეგმას,გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ფორმებს.
Wednesday, September 14, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
14 სექტემბერს ჩატარებული ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. შევისწავლეთ ჩვენს ბლოგზე მთავარისა და ქვეგვერდების განთავსება, შევისწავლეთვებგვერდის დიზაინი, ფერების შეცვლა, ფანჯრის პრინციპების შერჩევა, დამატებითი პარამეტრების მართვა და ბლოგზე ვიდეოს ჩაშენება.
Monday, September 12, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მე-5 დღე საინტერესო იყო.შევისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა. ასევე გავეცანით როგორ მოვიძიოთ სასურველი მასალები ჩვენს მუშაობაში. გავერკვიეთ კომუნიკაციისათვის ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში.გავეცანით ჩარტი-სწრაფი შეტყობინების სისტემას. ვისწავლეთ რუკებისა და კალენდრის გამოყენება. გავიგე როგორ ვთარგმნო ტექსტი, ვიმუშავეთ კლასის კვლევაზე.
Thursday, September 8, 2016
მე-4 დღის რეფლექსია
მე-4 ტრენინგ მეცადინეობა იყო ნაყოფიერი დააქტუალური ,შევისწავლეთ პროექტისათვის აუცილებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდი.გავეცანით შეფასების გეგმებსა სტრატეგიებს.გავეცანით პრეზენტაციის მექანიზმს და შესაბამის მაგალითებს.მომდევნო მეცადინეობისთვის დავგეგმეთ საინტერესო დავალებები.დიდი მადლობა პატივცემულ ტრენერს.
Tuesday, September 6, 2016
მესამე დღის რეფლექსია
მესამე მეცადინეობა დატვირთული იყო მეტად მნიშვნელოვანი საკითხებით. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, სტანდარტების მორგება თემაზე, სტანდარტებისა და მიზნების შესაბამისობა და პროექტის გეგმაში განთავსება, ასევე შევეხეთ სხვადასხვა ტიპის საკვანძო კითხვებს.
Sunday, September 4, 2016
მეორე დღის რეფლექსია
საინტერესო იყო მოსმენილი მასალა.შევისწავლე პროექტებით სწავლებისას როგორ გამოვიყენოთ ბროშურები,უკვე შევძლებ ავირჩიო სასურველი შაბლონი და გავაფორმო შესაბამისი ფოტოებით.აღნიშნული მასალა მომეხმარება მოსწავლეებთან ტექნოლოგიების გამოყენებაში.
Sunday, July 10, 2016
ფოლკლორული მარგალიტები
|
ფოლკლორული მარგალიტები
|
2.პროექტის მთავარი იდეა
|
გადავარჩინოთ დავიწყებას ხალხური სიტყვიერების მდიდარი საგანძური.
|
3.პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები მოიკვლევენ მივიწყებული
ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს,
მოიძევენ ფოლკლორულ მასალებს.
|
4. პროექტის მიზნები
|
მოსწავლეები გამოიმუშავებენ -ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების,ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის პრინციპებს ,შეეჩვევიან კომუნიკაბელობას, მოლაპარაკებას, შეთანხმებასა და სხვა ტოლერანტულ თვისებებს, დაახარისხებენ და დააჯგუფებენ მოძიებულ ინფორმაციას ტიპების მიხედვით, შეეჩვევიან ინტერვიუს აღებას და პრეზენტაციის წარდგენას.
|
Friday, July 1, 2016
დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია
გაკვეთილის მთავარი თემა
|
დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია
,,პატარა სამყაროს დიდი მწერალი’’
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო, მე-12 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალობა
|
ბავშვები შეისწავლიან დავით კლდიაშსვილის ცხოვრების დეტალებს და გამოიმუშავებენ ბიოგრაფიის გადმოცემისათვის საჭირო ქრონოლოგიის დაცვის უნარს
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები |
Subscribe to:
Posts (Atom)